ტვირთის დაზღვევა

დაზღვევის ობიექტია ნებისმიერი სახის ტვირთი, რომელიც გადაზიდული იქნება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით, გარდა ისეთი სახის ტვირთისა, როგორიცაა დოკუმენტაცია და ფასიანი ქაღალდები, ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები, სამხედრო აღჭურვილობა და მოწყობილობა, ნარკოტიკები და აკრძალული მედიკამენტები, ცხოველები და ნარგავები.

ტვირთის დაზღვევა გიცავს იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, როდესაც შენი კომპანიის ტვირთი ტრანსპორტირების პროცესში ზიანდება ან ნადგურდება.

სადაზღვევო ნაკრები ტვირთის დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეულ ხარჯებს აგინაზღაურებს.

0 +
ტვირთი ყოველწლიურად
0 +
ქვეყნიდან

ტვირთის დაზღვევის შესახებ

ტვირთის დაზღვევის პირობები, ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვისას, მისი სრული, ან ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა მოქმედებს ტვირთის, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას.

სადაზღვევო დაფარვის არეალი (დაზღვევის ტერიტორია) მოიცავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საომარი მოქმედებების ზონები და ქვეყნები, რომლებიც მოქცეულია „გაერო“-ს სანქციების ქვეშ.