სახმელეთო გადაზიდვის ტიპები და საჭირო დოკუმენტაცია

ყველა სახის გენერალური/ ნაკრები/ საკონტეინერო/ არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირება;

მთლიანი და ნაწილობრივად დატვირთული მანქანებით ტრანსპორტირება (FTL / LTL);

კარიდან კარამდე მიტანის სერვისი;

შიდა გადაზიდვების სისტემა ყველა ქვეყანაში.

0 +
ტვირთი ყოველწლიურად
0 +
ქვეყნიდან

საჭირო დოკუმენტაცია

სახმელეთო გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი

ეს არის საბუთი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თუ რა სახეობის და რა რაოდენობის ნივთია ამა თუ იმ შეფუთვაში.

აღნიშნულ საბუთში დეტალურად არის გაწერილი ინფორმაცია გამომგზავნის, მიმღების, გადამზიდავისა და ტვირთის შესახებ.

აღნიშნულ საბუთს ეწოდება “საექსპორტო დეკლარაცია”, რაც აუცილებელია დამზადდეს საბაჟოზე, ტვირთის გამოგზავნისას. აღნიშნული საბუთი მზადდება მომწოდებლის მიერ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელი უარს აცხადებს EX-1 ის დამზადებაზე, ჩვენი კომპანია თავად უზრუნველყოფს მის დამზადებას.

ზემოხსენებულ საბუთს ეწოდება „ევრო ერთის სერტიფიკატი“.  ეს არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერ­ტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

აღნიშნული საბუთი მზადდება მომწოდებლის მიერ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი უარს აცხადებს EUR-1 ის დამზადებაზე, ჩვენი კომპანია თავად უზრუნველყოფს მის დამზადებას.

აღნიშნული საბუთი მზადდება მომწოდებლის მიერ ტრანზიტული ტვირთის დროს, EX-1 დოკუმენტის მაგივრად. თუ მომწოდებელი უარს აცხადებს T-1 ის დამზადებაზე, ჩვენი კომპანია თავად უზრუნველყოფს მის დამზადებას.

ეს არის საბუთი, რომლის დამზადებაც და გამოყენებაც არის გადამზიდველის პასუხისმგებლობა. აღნიშნული საბუთი არის საერთაშორისო და აზღვევს ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება გმოწვეული იყოს საბაჟოზე საბუთების არასწორად დამზადებით ან/და სხვა რაიმე რისკით.

s
m

სახმელეთო გადაზიდვის ფასები

საქართველოში სახემელთო გადაზიდვით სარგებლობა შესაძლებელია ყველა ქვეყნიდან, რომელთანაც გვაქვს სახმელეთო კავშირი.

სახმელეთო გადაზიდვის ფასები განისაზრვრება ინდივიდუალურად, მიმართულების, დისტანციისა და მარშრუტის დატვირთულობიდან გამომდიანრე.

სახმელეთო გადაზიდვის სერვისის შეკვეთა ხდება შემდეგი პროცედურით: განისაზღვრება ტვირთის გაბარიტები, წამოღების ვადა, ფასის კალკულაცია, ამის შემდეგ კი თქვენთვის საჭირო ადგილას გაიგზავნება სატრანსპორტო საშუალება, ჩაიტვირთება გადასაზიდი პროდუქტი და მოხდება მისი ტრანსპორტირება.