არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა

არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვისას მთავარ ასპექტს წარმოადგენს საინჟინრო დაგეგმარების ეფექტიანად წარმოება. გამომდინარე აქედან, ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს სტანდარტიზებული მეთოდები ასეთი სახის ტვირთების ტრანსპორტირებისათვის. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მახასიათებლისა და შეზღუდვების გათვალისწინებით არ არსებობს ობიექტი/ტვირთი, რომელიც არ შეგვიძლია გადავზიდოთ.

0 +
ტვირთი ყოველწლიურად
0 +
ქვეყნიდან

არაგაბარიყული ტვირთების გადაზიდვა მოიცავს

  • საინჟინრო-ტექნიკური კვლევების განხორციელებას
  • საგზაო კვლევების ჩატარებას
  • გემების სრულ და ნაწილობრივ დაფრახტვას
  • მულტი-მოდალურ გადაზიდვებს
  • სპეციალიზებული მისაბმელების ავტოპარკს
  • ნახაზებისა და გამოთვლების წარმოებას სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით (CAD facilities, 2D/3D simulations)
  • საგზაო-სარკინიგზო არაგაბარიტული გადაზიდვებისათვის შესაბამის ნებართვას
  • გაცილებისა და ესკორტის მომსახურებას
  • ამწეებით მომსახურებას (Outsourced)
  • რისკების მართვას და ტვირთის დაზღვევას
  • კონკრეტული საპროექტო გადაზიდვებისათვის სპეციალიზებული ტექნიკის შეძენას (საჭიროებისამებრ)

არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი

არაგაბარიტიანი მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირება მოითხოვს გამოცდილებას, სპეცტექნიკის გამოყენებისას ყველა პირობის დაცვას და ადგილის კარგ ცოდნას.

მაშინ, როცა დასმული ამოცანის ამოხსნას სჭირდება ოფიციალური ნებართვები, ჩვენ ვურიგდებით სახელმწიფო ორგანოებს და ვაფორმებთ ყველა საჭირო ქაღალდს.

ეს ძალზე სერიოზული და მრავალ შემთხვევაში, გადაზიდვის ოპერაციისთვის გადამწვეტი მომენტია და თქვენ უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ფორვარდერის შერჩევას.