საზღვაო გადაზიდვის მახასიათებლები

საერთაშორისო გადაზიდვების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს საზღვაო გადაზიდვები მისი ეკონომიურობიდან და უსაფრთხოების მაღალი კოეფიციენტიდან გამომდინარე.

ჩვენ ვთავაზობთ იმპორტიორებს და ექსპორტიორებს საზღვაო გადაზიდვებს, რადგან ტრანსპორტის ეს სახეობა ასეულ პორტს შორის ტვირთვის ბიუჯეტურად ორგანიზების საშუალებას იძლევა: აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, ავსტრალიიდან და ევროპის ქვეყნებიდან. დაუკავშირდით ჩვენს კომპანიას, რათა მიიღოთ რჩევები და გაგიწიოთ კონსულტაცია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით.

0 +
ტვირთი ყოველწლიურად
0 +
ქვეყნიდან

დოკუმენტაცია

 საზღვაო გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია

ეს არის სახელშეკრულებო ტერმინი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საექსპორტო ბიზნესში და ითვალისწინებს, რომ გამყიდველმა უნდა მიიტანოს საქონელი დათქმულ პორტში კონკრეტულ გემთან.

დოკუმენტი ითვალისწინებს რომ გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-იგულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

ეს ტერმინი დანიშნულების პორტის დასახელებაა. გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაზიანების ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

მოცემული ტერმინის შემთხვევაში გამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევითი დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით. 

მნიშვნელოვანი პროცესი საზღვაო გადაზიდვაში

საზღვაო გადაზიდვის დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომელი პირობით მოხდება ტვირთის მიტანა პორტამდე.
FOB – პირობის შემთხვევაში ქარხანას/საწარმოს თავად მიაქვს ტვირთი პორტში.
EXW– პირობის დროს ლოჯისტიკური კომპანია თავად უზრუნველყოფს შიდა ტრანსპორტირებას გამომგზავნის საწყობიდან პორტამდე, რამაც შესაძლოა გაზარდოს გადაზიდვის ღირებულება.